четверг, 9 июня 2016 г.

მექანიკური მუშაობა და მისი ერთეული



გაკვეთილის მთავარი თემა
მექანიკური მუშაობა და მისი ერთეული
სწავლების საფეხური
VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი  შეუწყობს ხელს გაეცნონ მოსწავლეები რა არის მექანიკური მუშაობა და გამოადგებათ სიმძლავრის შესწავლისას
გაკვეტილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა შეძლოს მექანიკური მუშაობის განსხვავება ზოგადად მუსაობისაგან, შეძლონ გაოგონ, როდის ასრულებს ძალა დადებით და როდის უარყოფით მუშაობას და საერთოდ როდის სრულდება მექანიკური მუშაობა. შეძლონ მუშაობის ერთეულის დადგენა.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა ზოგადად იციან ზოგადად  როდის სრულდება მუშაობა /მოსწავლე მეცადინეობს, მეცნიერი ნაშრომს წერს, ადამიანს ტვირთი უჭირავს, ტრაქტორი ხნავს, კომბაინი ხორბალს იღებს და სხვა/
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ მსჯელობას, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას ამოცანების ამოხსნისას. შეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,ცარცი დაფა, ურიკა , ტვირთების ნაკრები, დინამომეტრი, სახაზავი.სლაიდი.
გაკვეთილის მსვლელობა  
            საორგანოზაციო საკითხები - 2წთ.
            A ფაზა (გამოწვევა)  - 10 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას  როდის სრულდება მუშაობა?
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თუ როდის სრულდება მექანიკური მუშაობა აცნობს  შესაბამის მაგალითებს.

                    B ფაზა (შინაარსის რეალიზება) 23 წთ
   
     მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განასხვავებს რა მექანიკურ მუშაობას ზოგადად მუშაობისაგან და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ,რომ მუშაობის შესასრულებლად ორი აუცილებელი პირობაა საჭირო:
  1. სხეულზე მოქმედებს ძალა .
  2. ძალის მოქმედების შედეგად სხეული გადაადგილდება
იმის დასადგენად , რომელი ძალა რა სიტუაციაში ასრულებს მუშაობას განიხილავს სხეულის თანაბარ მოძრაობას და უჩვენებს პირველ სლაიდს.
  მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს თანაბარი მოძრაობისას ტოლქმედი ძალის მიერ შესრულებული მუშაობა რომ ნულის ტოლია, მაშასადამე  მუსაობა არ სრულდება და მსჯელობით მასწავლებელს მოსწავლეები მიყავს დასკვნამდე, რომ მუშაობა გამოითვლება ფორმულით
                     A=FS
წერს ფორმულას დაფაზე
  მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს სხეულზე მოქმედი ძალის მიერ გადაადგილების მიმართულებასთან შექმნილ კუთხეზე და ამ დროს შესრულებულ მუშაობაზე,
ადგენს თუ როდისაა შესრულებული მუშაობა დადებითი და როდის უარყოფითი.
  უჩვენებს მეორე სლაიდს
  მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიაქცევს ვერტიკალურად h სიმაღლეზე სხეულის ორი გზით ატანაზე: ერთი პირდაპირ h სიმაღლემდე, მეორე ისევ h სიმაღლეზე ოღონდ სხვა ტრაექტორიით და ადგენს,რომ სიმძიმის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა A=-mgh და არ არის დამოკიდებული ტრაექტორიის ფორმაზე.
               C ფაზა  გამთლიანება  10 წთ.
მასწავლებელი ამოწმებს თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა მექანიკური მუშაობა, განასხვავებენ თუ არა მას ზოგადად მუშაობისაგან უსვამს კითხვებს და ამოწმებს ასუხებს. არკვევს გაიგეს თუ არა მოწავლეებმა როდის ასრულებს ძალა დადებით, როდის უარყოფით მუშაობას და როდის არის შესრულებული მუშაობა ნულის ტოლი.
აფასებს მოსწავლეებს სქემის მიხედვით
  საშინაო დავალება: გაკვეთილი 1,2 ამოცანები კრებულიდან, საშინაო ცდა: შესრულებული მუშაობის განსაზღვრა.




 

Комментариев нет:

Отправить комментарий